Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე მოეგოს გონს - ბესელია კობახიძეზე

17 აპრილი, 2019 18:05

ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე მოეგოს გონს. მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის, -  ასე შეაფასა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის,ირაკლი კობახიძის განცხადება და პლენარულ სესიაზე მომხდარი ინციდენტი.

მისი თქმით, იკვეთება საპარლამენტო კრიზისი, რომლის სათავეშიც მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მიმღები პირები არიან.

„ეს არის საპარლამენტო კრიზისი. ამას ასე ჰქვია. ამ კრიზისის მთავარი სათავეა პირველ რიგში გადაწყვეტილების მიმღები პირები და პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული კობახიძე.

კობახიძეს პარლამენტში არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელი ჩასჭიდოს და, როგორც ამას უმრავლესობის სხდომაზე აკეთებს ხოლმე, ხან ჩემთან მოჰყავს ბოდიშის მოსახდელად, ხან კარებისკენ მიუთითებს. აქ არ ჰყავს ივანიშვილი, რომ მოჰკიდოს ხელი და სწორი მიმართულებები მისცეს, ამიტომ, ვიდრე საპარლამენტო დარბაზში მისი გამოჩენის აუცილებლობა დადგება, პირდაპირი მნიშვნელობით და ვიდრე ეს პარლამენტი, მართლაც, პოლიტიკურ ხანძარში გაეხვევა, იქამდე ვიღაცას ჭკუა უნდა ეყოს და გამოიყვანოს ამ კრიზისული ვითარებიდან პარლამენტი.

კობახიძის წყალობით, სადამდეც მივედით, ეს ჩანს. თუ დარჩა ვინმე პატრონი ამ მმართველ პარტიაში, განსაკუთრებით ამ კრიზისული ვითარებიდან გამომყვანი, ამაზე უფრო აუცილებელი დრო არ ვიცი მე, რა არის...

კობახიძე გინდ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარედ, გინდ არა. ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის არ იყოს, გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთ ეს თქვენი გაგორებული თავმჯდომარეო, ახლა იმ მდგომარეობაშია უკვე. მის პატრონს, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მოჰკიდოს ხელი, როგორც ერთხელ ჩაჰკიდა ხელი უმრავლესობის სხდომაზე და ჩემთან მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ ჩემს სიახლოვეს არ მოვუშვი, ხელი მოჰკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს, სანამ პოლიტიკურ ხანძარში გაახვია ეს პარლამენტი“, - განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას: თქვენობით მომმართეთ და მერე მოგცემთ სიტყვას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^