Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერიამ ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

18 აპრილი, 2019 11:43

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიამ დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

კახა კალაძის თქმით, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

„დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი, სადაც ყველანაირად იქნება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. თქვენ ხედავთ, მერიის წინ როგორ არის ფეხითმოსიარულეთა გადასასვლლი მოწესრიგებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მერიის ინფორმაციით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა:

შარტავას ქუჩა N7-ის; ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე; ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების გადაკვეთაზე; აკაკი წერეთლის გამზირზე - დიდუბის პანთეონის მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 212-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე; შანდორ პეტეფის ქუჩაზე - №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ; რუსთავის გზატკეცილი №6-ს მიმდებარედ (ქვემო ფონჭალა); ყაზბეგის გამზირზე - №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ; ვაჟა-ფშაველას გამზირზე - სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ; ცოტნე დადიანის ქუჩაზე - №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე - ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე - მაღაზია „წითელქუდას“ მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირი №15-ს მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი); მარშალ გელოვანის გამზირზე - „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს.

ფოტო: თბილისის მერია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^