Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ფინალისტები ცნობილია

18 აპრილი, 2019 14:35

2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის გამოსავლენად შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ კონკურსის ფინალისტები გამოავლინა. საკონკურსოდ შემოსული 9 ავტორიდან მოკლე სიაში მოხვდნენ:

  • ბექა ადამაშვილი - ამ რომანში ყველა კვდება,  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  • ლუკაბაქანიძე - სად ხარ ლაზარე, გამომცემლობა პალიტრა L
  • ივა ფეზუაშვილი - ფსკერის სახარება, გამომცემლობა ინტელექტი

კონკურსი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის გამოცხადდა 2019 წლის 13 თებერვალს. იგი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით გამოცხადდა მწერლებისთვის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან (emerging authors).

2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად შერჩეულ იქნა 14 ქვეყანა: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა წელს პირველად მონაწილეობდნენ ამ კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა.

კონკურსში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში  შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. საქართველოში შერჩეულ იქნა 5 კაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნატალია ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი, მედეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი, პაატა შამუგია, პოეტი და მთარგმნელი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, დათო ბარბაქაძე, მწერალი და მთარგმნელი.

წიგნისა და ავტორის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელი იყო გამომცემლობის მიერ. თითოეულ გამომცემელს  შეეძლო არაუმეტეს 5  მხატვრული (არა საბავშვო ან დოკუმენტური) წიგნის წარდგენა. ჟიურის წევრებს ასევე ჰქონდათ საკონკურსო კანდიდატების წარდგენის უფლება.

22 მაისს გამოვლინდება გამარჯვებული. 2019 წლის სექტემბრის ბოლოს კი ბრიუსელში ჩატარდება გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. 

გამარჯვებული გამოვლინდება თოთხმეტივე ქვეყანაში და მიიღებს ფულად ჯილდოს 5 000 ევროს ოდენობით. გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოიცემა ინგლისურად და ფრანგულად და გამოქვეყნდება ერთ კრებულად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^