Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შენგელია: დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ კერზაიას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით

18 აპრილი, 2019 15:34

„დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტიანი ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული“,- ამის შესახებ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა პროკურატურის დატოვების შემდგომ, სადაც ის ია კერზაიას საქმის მასალებს გაეცნო. 

„ნაცვლად ამისა, გამოკითხულნი არიან ისეთი პირები, რომლებსაც დანაშაულზე პრაქტიკულად ვერ ექნებოდათ ინფორმაცია, მაგალითად, სკოლის დამლაგებლები, რაც აბსურდია. ასევე არ არის ამოღებული, მაგალითად, დეტალური ამონაწერები ტელეფონებიდან, არ არის ექსპერტიზისთვის სწორი კითხვებით მიმართული და შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, რაც მოგვცემდა საქმეზე ობიექტურ სურათს. მაგალითად, კამერები არ არის დროულად ამოღებული. ოთხი თვის დაგვიანებით არის მიმართვა კამერების ამოღებაზე და პასუხი არის, რომ ჩანაწერები არის წაშლილი“,- ამბობს ბაჩანა შენგელია. 

ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ია კერზაიას საქმის ობიექტურ და დროულ გამოძიებას ხელს უშლიან.

დღეს პრესკონფერენციაზე შენგელიამ განაცხადა, რომ გუშინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მეორე უარი მიიღო ექსპერტიზაზე.

ბაჩანა შენგელიას განმარტებით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, სისხლჩაქცევა, რომელიც განუვითარდა გარდაცვლილ ია კერზაიას, შეიძლებოდა თუ არა, გამოწვეული ყოფილიყო ძლიერი სტრესით, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებას გამოეწვია.

„ამ შეკითხვაზე პასუხი ბუნებრივია, ერთმნიშვნელოვანია. ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურთ, ვინაიდან ეს იქნება ძალიან სერიოზული მტკიცებულება ჩვენს საქმეში. ვფიქრობთ, ზუსტად ამიტომ ხდება პასუხისგან სრულიად უკანონოდ თავის არიდება“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

შენგელია: ჯანდაცვის სამინისტრომ სამხარაულს ექსპერტიზისთვის ექიმ-სპეციალისტი არ წარუდგინა

მისი ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განმარტებით, ვინაიდან, მათი შეფასებით, პროკურატურა მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებს, ისინი იძულებული გახდნენ, თავად ჩაეტარებინათ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, რათა ნათელი გამხდარიყო ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზი. ადვოკატი ამბობს, რომ ამ მიზნით, ორ თვეზე მეტია, მათივე ხარჯით დაინიშნა ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში.

ადვოკატი განმარტავს, რომ პირველ შემთხვევაში, ბიურომ უარი უთხრათ ექსპერტიზაზე კონკრეტული სპეციალისტის მოუცლელობის გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში, გუშინ, ბიუროდან მიიღეს პასუხი, რომ შეუძლებელია კვლევის ჩატარება, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ არ გამოყო შესაბამისი სპეციალისტი.

პროკურატურა განმარტავს, რატომ არ ანიჭებს ია კერზაიას შვილს დაზარალებულის სტატუსს

„მე მაინტერესებს დამნაშავეების დასჯა და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“ - ინტერვიუ ბაჩანა შენგელიასთან​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^