Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები თავშესაფრის მაძიებლობისთვის პროცედურებს გაივლიან -შსს

18 აპრილი, 2019 17:31

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუდის არაბეთის მოქალაქეებიის,  მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებს
შსს-ს  მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები გაესაუბრნენ. 

 „ამ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის  მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 
გასავლელად.

შსს-ს განცხადებით, ის ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან.

__________

საუდის არაბეთიდან გაქცეული დები გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსგან დახმარებას მოითხოვენ. როგორც ვაჰა და ვაფა ალ-სუბაიები Twitter-ზე წერენ, ისინი ამჟამად საქართველოში იმყოფებიან. 

დები პასპორტის ფოტოებსა და ვიდეოსაც აქვეყნებენ.

„ჩვენ საფრთხეში ვართ, თქვენი მფარველობა გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. საუდის არაბეთის მთავრობამ გააუქმა ჩვენი პასპორტები. ჩვენ ახლა საქართველოში ვართ“, – წერენ დები. 

ალ-სუბაიები წერენ, რომ საქართველოში მათ საპოვნელად  მამა და ძმები ჩამოვიდნენ.

„მამაჩემი და ძმები ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი ჩვენ გვეძებენ. ჩვენ ოჯახის მხრიდან ჩაგვრას გავექეცით, რადგან საუდის არაბეთში კანონი ზედმეტად სუსტია ჩვენს დასაცავად. გვჭირდება გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში წაგვიყვანონ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ გადარჩენაში“, – წერენ საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^