Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რისგან გვიცავს და რა პრივილეგიებს გვანიჭებს სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა?

19 აპრილი, 2019 11:27

ყველას სურს შეიძინოს სმარტფონი და ჰქონდეს გარანტია, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება. თავისუფალი ვაჭრობის პირობებში დადგა იმის საჭიროება, რომ შექმნილიყო დამატებითი მექანიზმები, რომელიც დაიცავს მომხმარებელს უხარისხო პროდუქტისა და მომსახურებისგან. სამსუნგის სმარტფონების პრემიალური ხარისხისა და მომსახურების გარანტია  სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამაა, რომელიც ადაპტირებულია სპეციალურად ქართული ბაზრისთვის, აქვს წარწერები ქართულ ენაზე და ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.

რატომ უნდა შეიძინოთ ჰოლოგრამიანი პროდუქტი?

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.  ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონზე ვრცელდება სამსუნგის ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ავტორიზებულ  სერვის ცენტრებში. საჭიროების შემთხვევაში თქვენი სმარტფონის დაზიანებული ნაწილები მხოლოდ ახალი და ორიგინალი დეტალებით შეიცვლება.  

ოფიციალური ჰოლოგრამით სამსუნგის სმარტფონები ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის – შემოწმებულია და სრულად თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან.

ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის  შეძენისას მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებით და განსაკუთრებული შეთავაზებებით, როგორიცაა, მაგალითად „Trade–In დაუსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს Galaxy S10-ზე უსაზღვრო ეკრანი დაზიანდა, სამსუნგი გთავაზობთ ერთ წლიან სპეციალურ გარანტიას, რომლის ფარგლებშიც მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები დაზიანებულ ეკრანს ახლით შეგიცვლიან.

რაც შეეხება „Trade–In-ს“, ეს შესაძლებლობა მათთვისაა, ვისაც სურს ჰქონდეს სამსუნგის უახლესი სმარფონი  Galaxy S10  და ამასთან, მოახერხოს მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა. თუ თქვენ ხართ სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის მფლობელი, მაშინ გაქვთ შესაძლებლობა „ჩააბაროთ“ თქვენი სმარტფონი და შეიძინოთ უახლესი ფლაგმანი  ფასდაკლებით.  

 სამსუნგი სმარტფონებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს ამარაგებს,  სადაც განსხვავებული ელექტრონული ქსელი და მოთხოვნები გვხვდება.  მაგრამ, როდესაც თქვენ საქართველოში ყიდულობთ სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით, აღარ დაგჭირდებათ გაურკვეველი წარმომავლობის დამტენების ან გადამყვანების შეძენა მის დასამუხტად. ასევე არ მოგიწევთ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი  აპლიკაციებისგან შიდა მეხსიერების გასუფთავება. თქვენ დარწმუნებულები იქნებით, რომ შეიძინეთ ორიგინალი პროდუქტი, გაქვთ სამსუნგის ოფიციალური სერვის ცენტრის გარანტია, სარგებლობთ ექსკლუზიური პირობებითა და აქციებით, რომლითაც სამსუნგი საკუთარ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს.

ამგვარად ჰოლოგრამა სულაც არ არის ყუთზე დატანილი უბრალო სტიკერი, ის  დაცვის უტყუარი მექანიზმია, რომელიც მომხმარებლის ინტერესებს იცავს და უზრუნველყოფს  სამსუნგის ყველა უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობას.

„სამსუნგ ელექტრონიქსის“ ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები – ალტა-ოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, სმაილი, ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლგორამა გიცავს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^