Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

20 სკოლაა, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ქართულ საგალობლებს ეუფლება, გავხსნით კიდევ 6-ს - ბახტაძე

19 აპრილი, 2019 15:26

პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ფოლკლორისა და კულტურის ექვსი ცენტრი გაიხსნება. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ქართულ პოლიფონიას და საგალობელს ეუფლება. 

„ეს საკითხი ჩემთვის ეხება ძალიან მნიშვნელოვან და არ დაგიმალავთ ემოციურ საკითხსაც. პირველი შემთხვევა არ არის, სამწუხაროდ, რომ ჩემი ან ჩემი მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის ინიციატივის ან სიტყვების ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია ხდება და ეძლევა მას სრულიად არაჯანსაღი ფორმა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს გამოსვლაზე სტრასბურგში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე, პოპულარიზაციაზე, პოლიფონია და საგალობლები ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, აქ ჩემი აზრით, შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი - ეს არის ქართველი სახელმწიფოს ინტერესში და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. მინდა გითხრათ, რომ უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს. კიდევ ექვსის გახსნას ვაპირებთ. დიახ, ეს იყო ჩვენი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ გავითვალსიწინებთ! უფრო მეტიც, მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, ყველგან, სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, საქართველოში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში, ქართველი ხალხის ინტერესებში”, - განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^