Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭავჭავაძის #5-ში მუშების დაღუპვის საქმეზე „ხიმინჯ სერვის 2-ის" დირექტორი დააკავეს

19 აპრილი, 2019 16:34

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, ჭავჭავაძის #5-ში სამშენებლო სამუშაოებისას ორი მუშის დაღუპვის საქმეზე შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის" დირექტორი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის" მიერ  წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა  მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული  იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ  შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის"  დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს  წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, მოსამართლის  განჩინების საფუძველზე დააკავეს. მიმდინარე წლის 31 მარტს შპს „ხიმინჯ სერვის 2-ს" მიერ მიერ თბილისში,  ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის  საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის  ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ  მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის" დირექტორს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის #5-ში სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. ორივე მათგანი დაიღუპა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^