Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავისუფალი მედიაგარემო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა - ბახტაძე

19 აპრილი, 2019 16:45

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მიერ საქართველოს მიმართ რეიტინგის გაუმჯობესება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

პრემიერის თქმით, მთავრობის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა  თავისუფალი მედიაგარემოა. მისივე თქმით, რეიტინგში საქართველომ წინ წაიწია და პოზიციები გაიუმჯობესა.

„ფაქტია, რომ მედია გარემო ყოველწლიურად უმჯობესდება და ამას მთელი მსოფლო ნათლად ხედავს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა პროგრესისკენ, მაგრამ ამ რეიტინგში დაწინაურება არის ნათელი დადასტურება და პასუხი ყველა იმ სუბიექტური მოსაზრების შესახებ, თითქოს საქართველოში ჩვენ გვაქვს უკუსვლა მედია თავისუფლების კუთხით - ეს არის ტყუილი, ჩვენ გვაქვს პროგრესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა 2019 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველო პრესის თავისუფლების კუთხით 179 ქვეყანას შორის 28,98 ქულით მე-60 ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^