Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთში სტალინის გამო ფილმ Hellboy-ს ცენზურა შეეხო და მისი გვარი ჰიტლერით ჩაანაცვლეს

19 აპრილი, 2019 17:13

ნილ მარშალის მიერ გადაღებულ „ჰელბოის“ რიმეიქს 11 აპირილიდან რუსეთის კინოთეატრებში უჩვენებენ. 

ფილმის მთავარი გმირი დემონია, რომელიც კაცობრიობის გადასარჩენად იბრძვის. 

როგორც BBC წერს, რუსმა მაყურებელმა აღმოაჩინა, რომ რუსულენოვან ვერსიაში საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის უარყოფით კონტექსტში ნახსენები სახელი ნაცისტთა ლიდერით, ადოლფ ჰიტლერით არის ჩანაცვლებული.

***სპოილერები***

ფილმში ჰელბოი რუსულ ფოლკლორულ გმირს ბაბა იაგას ეუბნება: „როგორც მახსოვს, შენ ნეკროპოლისიდან სტალინის აჩრდილის გამოძახება სცადე.“ 

რუსულ ვერსიაში კი ასე ითარგმნა: მინდა შეგახსენო, რომ შენ ნეკროპოლისიდან ჰიტლერის სულის გამოძახება სცადე.“

რუსული კინოთეატრები ფილმს ინგლისურ ენაზეც უჩვენებენ, რუსული სუბტიტრებით, სადაც აღნიშნულ სცენაში სტალინის სახელის ხსენებისას ხმას ცენზურა შეეხო, სუბტიტრებში კი „ჰიტლერი“ დაეწერა.

გარდა ამისა, ფილმში ცენზურა შეეხო რუსულ გინებასაც, რომელსაც რასპუტინი წარმოთქვამს, თუმცა ინგლისურენოვანი გინება ხელუხლებელი დატოვეს. 

რუსეთში ფილმის აუდიტორიის ასაკი 18+-ით განისაზღვრა, დიდ ბრიტანეთში კი - 15+ 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთში სტალინის გამო ფილმს ცენზურა შეეხო.

შარშან რუსეთის კულტურის სამინისტრომ აკრძაკა ბრიტანული კომედიის, „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება. ხელიუფლების წარმომადგენლებმა ფილმს „საზიზღრობა“ და „ექსტრემისტული“ უწოდეს.

სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის „ლევადა ცენტრის“ მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 70% მიიჩნევს, რომ სტალინმა პოზიტიური როლი ითამაშა  რუსეთის ისტორიაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^