Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისის ხეობაში ჟურნალისტების უსაფრთხოება

21 აპრილი, 2019 15:21

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისის ხეობაში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებით. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტები ყვებიან, რომ დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ დროულად და ადეკვატურად შეძლონ მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენის გაშუქება და მოსახლეობის ინფორმირება. მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზება, რათა დაშავებულებმა მიიღონ დროული დახმარება.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი და სპეკულაციების შემცველი ცნობების გავრცელება“,- ნათქვამია განცხადებაში. 

პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ხეობაში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. დღეს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავდნენ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

ლევან ვასაძის პასუხი „თედოს ჩივილზე"

ლევან ვასაძე ამერიკელ იურისტ თედ ჯონასს, რომელსაც მის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს, ვიდეომიმართვით პა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის" გათავისუფლებულ თანამშრომლ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნ ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები საჯარო ...

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან. „რუსთავი 2"-ი ...
^