Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია: სპეცრაზმი ხეობას დატოვებს, გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში

21 აპრილი, 2019 17:53

პანკისის ხეობას შსს-ს ქვედანაყოფები დატოვებენ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.

„შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგს და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის“, - განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით ჰესზე ამ ეტაპზე საუბარი მნიშვნელოვანია არა არის, რადგან დაზიანებულია ტექნიკა და დაშავებულები არიან სამართალდამცველები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის, სოფელ ბირკიანის მოსახლეობის და საერთოდ ხეობის მოსახლების პირველ რიგში. ისევე როგორც მშენებლების, რომელსაც ასევე რისკი ჰქონდა, ესე იგი, მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და ყველაფერს მივხედავთ, ისე როგორც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს მომსახურეები დაზარალებული, როდესაც ტექნიკა და ტრაქტორი იწვის, მე ვფიქრობ, რომ ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ, როდესაც ყველაფერი მოგვარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენლებს ესროლეს და დაუშინეს ქვები, ეს არის დაუშვებელი. ყოველთვის როდესაც, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს - იძალადებს და ხელს აღმართავს სამართალდამცველებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა ძალოვანი იმოქმედებს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა წავიდეს თუ არა დათმობაზე ხელისუფლება, გიორგი გახარიამ განაცხადა: „დათმობაზე უნდა წავიდეს ყველა“.

პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ხეობაში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. დღეს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავდნენ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. 

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრებსა და აქციის მონაწილეებს ხვდება

გახარია: როცა თანამშრომლებს და მოქალაქეებს ემუქრება საფრთხე, სამინისტრო იმოქმდებს ისე, როგორც საჭიროა

მოსახლეობის 90% თუ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ჰესი - გახარია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^