Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია იმართება

21 აპრილი, 2019 19:20

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას უცხადებენ პანკისელებს. 

„დღეს დილით პანკისის ხეობაში ჰესების სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ხელისუფლებამ და ჰესის მშენებელმა კომპანიამ პირობა დაარღვიეს. მათ მდინარის კალაპოტში სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნდა დაეწყოთ. ხელისუფლებისა და კომპანიის მიერ ადგილობრივთა მოტყუებას პანკისელთა უმკაცრესი რეაქცია მოჰყვა. ხეობის მკვიდრნი ქუჩაში გამოვიდნენ და მძიმე სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუღობეს. ხელისუფლებამ დღესაც ძალადობრივი გზა აირჩია, უარი თქვა პროტესტის მონაწილეებთან დისკუსიაზე და ახმეტის რაიონის სოფლებში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. ხელკეტებითა და ცრემლმდენი გაზით შეიარაღებულმა პოლიციელებმა საპროტესტო აქცია დაშალეს.

მანანა კოჩლაძე, ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" 

სოფო ვერძეული, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

არა ძალადობას! არა ადამიანებისა და ბუნების განადგურებას!
სოლიდარობა პანკისის ხეობას!"- ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

გახარია: სპეცრაზმი ხეობას დატოვებს, გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში

მოსახლეობის 90% თუ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ჰესი - გახარია​

LIVE► პანკისის ხეობაში ჰესების წინააღმდეგ აქცია იმართება, მობილიზებულია სპეცრაზმი

პანკისის ხეობაში მდგომარეობა დაძაბულია, ადგილობრივები სამედიცინო დახმარებას ითხოვენ

ახლა სიმშვიდეა, მაგრამ მოსახლეობა დაშლას არ აპირებს - სულხან ბორძიკაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^