Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციელი სახელმწიფოს წარმოადგენს - მასზე აგრესია განიხილება სახელმწიფოზე თავდასხმად - ლილუაშვილი

22 აპრილი, 2019 18:48

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების შეფასებისას აცხადებს, რომ ეს იყო „საყოფაცხოვრებო დონეზე მომხდარი ინციდენტი“.

„წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არსებობს რესურსი, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თემთან მოლაპარაკების გზით ნებისმიერი საყოფაცხოვრებო დონის პრობლემა გადაწყდეს. ის ფაქტი, რომ პოლიციელებს თავში ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა ნივთს, არის კატეგორიულად მიუღებელი. პოლიციელი სახელმწიფოს წარმოადგენს იქ, სადაც კონკრეტულ ქმედებებს მიმართავს და მასზე ნებისმიერი აგრესია განიხილება, როგორც სახელმწიფოზე თავდასხმა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით ვერც პანკისში, ვერც სამეგრელოში, ვერც იმერეთში, ვერც ქართლში“, - განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ჰესების მშენებლობა გააპროტესტა. ხეობაში მობილიზებული იყო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავდნენ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. ჯამში, შსს-ს ცნობით, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - შსს

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრებსა და აქციის მონაწილეებს ხვდება

გახარია: როცა თანამშრომლებს და მოქალაქეებს ემუქრება საფრთხე, სამინისტრო იმოქმდებს ისე, როგორც საჭიროა

მოსახლეობის 90% თუ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ჰესი - გახარია

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისის ხეობაში ჟურნალისტების უსაფრთხოება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^