Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მხოლოდ ჰეტეროსექსუალებისთვის ფასდაკლების გამო მაღაზიები დააჯარიმეს - „თანასწორობის მოძრაობა“

22 აპრილი, 2019 20:46

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისთვის მაღაზიებს „დი ოჯჯი“ და TIME მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე შეეხება 2017 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებული აქციას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირს შეეძლო ესარგებლა ნივთებზე შემოთავაზებული ფასდაკლებით.

აქცია ეძღვნებოდა ვალენტინობის დღესასწაულს და აღნიშნული აქციით მაღაზიები აძლევდნენ მომხმარებლებს საჩუქრის შეძენის შესაძლებლობას საყვარელი ადამიანისა და მეორე ნახევრებისთვის. აქციის ფარგლებში მაღაზიების მომხმარებლები, მხოლოდ ქალის ან მამაკაცის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებდნენ შესაბამისი ფასდაკლებით.

„თორნიკე კუსიანი დაუკავშირდა აღნიშნულ მაღაზიებს და საკუთარი მამაკაცი პარტნიორისთვის საჩუქრის შეძენა დააპირა, სატელეფონო საუბრისას მოპასუხეებმა განუცხადეს რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნივთების შეძენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი აქციებით სარგებლობა და აქცია ვრცელდებოდა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებზე.

თორნიკე კუსიანმა ვერ ისარგებლა აქციით და სასურველი ნივთების შეძენა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ვერ შეძლო. მან მომართა „თანასწორობის მოძრაობას“ სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით, ვინაიდან მიიჩნია რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას

„თანასწორობის მოძრაობის” შეფასებით, მსგავს პირობებში მყოფ პირებთან შედარებით, იგი მოექცა უარეს მდგომარეობაში რამდენადაც მოპასუხემ არ გაითვალისწინა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების მოთხოვნილებები და ამ აქციით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოაქცია ის დისკრიმინაციულ გარემოში ჰეტეროსექსუალ წყვილებთან შედარებით“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მათი თქმით, სასამართლომ გაითვალისწინა „თანასწორობის მოძრაობის“ დასაბუთება და „დი ოჯჯი“ და TIME 100-100 ლარით დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^