Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარემოს დაცვის სამინისტრო „ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23 აპრილი, 2019 10:35

აღდგომის დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

"აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში". - ამბობენ სამინისტროში.

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყება "ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

სალომე ზურაბიშვილი ჭიათურის მაღაროს მუშე ...

საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას Facebook-ზე ეხმაურება.   „პრეზ ...
23 მაისი
23 მაისი

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველო ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქარ ...
23 მაისი
23 მაისი

ევროპა ლიგის ფინალმა აზერბაიჯანში ადამია ...

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის ოფისი აზერბაიჯანში ევროპა ლიგის ფინ ...
^