Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას იწვევს ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა

23 აპრილი, 2019 11:51

საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლ-ს. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

„ლიბერალი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, თაკო უგულავას ჩამოვართვით.

თაკო უგულავას თქმით, როცა გარემო დაბინძურებულია ტყვიით, ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფილტვებიდან უფრო აქტიურად ხვდება ბავშვების ორგანიზმში, ვიდრე მოზრდილებისაში.

„ეს ძალიან მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე. ტყვიის მინიმალური შემცველობის შემთხვევაშიც (დაბალ ზღვარზე) ის პირდაპირ გავლენას ახდენს IQ-ს კომპონენტზე" . - ამბობს უგულავა.

უგულავა ჰყვება, რომ კოგნიტური განვითარება ტყვიის შემცველობით ძალიან ზარალდება. ტყვია გადის პლაცენტარულ ბარიერს. ამიტომ თუ ორსული დაბინძურებულია ტყვიით, ის ნაყოფზეც გადადის. 

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ტყვია არ იკურნება. არსებობს მისი ე.წ. ხელატური მკურნალობის მეთოდი, მაგრამ მას ბევრი უკუჩვენება აქვს. მას ტყვიის მსგავსად სხვა მიკროელემენტებიც გამოაქვს ორგანიზმიდან. ძალიან კრიტიკულ ზღვრამდე მისულ შემთხვევაში იძლევიან ამ მკურნალობის რეკომენდაციას. დანარჩენ შემთხვევაში ბავშვი უნდა ჩამოვაშოროთ წყაროს.

იმ შემთხვევაში, როდესაც ტყვიის მომეტებელმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კალციუმის მეტაბოლიზმი დ ვიტამინის მეტაბოლიზმის პრობლემები -  მაქსიმალურად კარგია კვების  ნუტრიციის მოწესრიგება - რომელიც ყველა მიკროელემენტს შეიცავს. ეს შეიძლება წარმოიდგინოთ, როგორც ტყვიის ანტიდოტი.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მომატებულია სისხლში ტყვიის შემცველობა, ჯერ წყაროს დადგენაა საჭირო და მერე კვებითი რეჟიმის შერჩევა - ამბობს უგულავა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

ლევან ვასაძის პასუხი „თედოს ჩივილზე"

ლევან ვასაძე ამერიკელ იურისტ თედ ჯონასს, რომელსაც მის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს, ვიდეომიმართვით პა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის" გათავისუფლებულ თანამშრომლ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნ ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები საჯარო ...

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან. „რუსთავი 2"-ი ...
^