Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს წიგნის საერთაშორისო დღეა

23 აპრილი, 2019 12:04

დღეს წიგნის საერთაშორისო დღეა.

12:00 საათიდან საათზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე) წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.

11:00 საათიდან 19:00 საათამდე კი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღესთან დაკავშირებით წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზებს მკითხველს. მთელი დღის განმავლობაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი გამოცემების წარდგინებები და ზოგადად წიგნთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები. 

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო  2013 წლიდან  შეუერთდა და უკვე 16 წელია „იუნესკოს“ საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.

2003 წლიდან კი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^