Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: ჯიბღაშვილი არასდროს ყოფილა მომხმარებელი, აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან

23 აპრილი, 2019 13:15

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, „ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც მუდმივად გამოირჩეოდა თავისი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით, არასდროს ყოფილა არც მომხმარებელი და არც შემხებლობაში რაიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან".

მისი თქმით, ჯიბღაშვილი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, „რათა საქმეზე დადგინდეს ყველა არსებითი ხასიათის გარემოება და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გაეცეს დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები".

როგორც ადვოკატი „ლიბერალთან" საუბრისას ამბობს, ჯიბღაშვილი მოძრაობდა თავისი ავტომობილით ორთაჭალაში, რა დროსაც შეაჩერა საპატრულო პოლიციამ და შემოწმების შედეგად მისი ავტომობილიდან ამოიღეს ხელჩანთა, რომელშიც იყო „გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება".

„ამ ნივთიერებაზე დანიშნულია ექსპერტიზა, ჯერჯერობით, ექსპერტიზის შედეგები არ გვაქვს. დღეს იქნება პასუხი და ბრალის ფორმულირებაც ამის შემდეგ მოხდება“, - ამბობს ადვოკატი.

შეკითხვაზე, უარყოფს თუ არა ის ნარკოტიკული საშუალების ფლობას, ადვოკატი პასუხობს: „ჯიბღაშვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ელოდებიან ექსპერტიზის შედეგებს, თუ რა სახისაა აღნიშნული ნივთიერება. არის თუ არა საერთოდ ნარკოტიკული საშუალება".

ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 6 წლამდე.

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკის ფლობის ბრალდებით დააკავეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^