Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ტყვიის წყაროს პოვნა და მისი ელიმინაცია

23 აპრილი, 2019 13:40

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვების სისხლში ნაჩვენები ტყვიის ოდენობა საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო. მინისტრის თქმით, პროექტში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები მიუთითებენ, რომ საქართველოში დღეს არის დაახლოებით იგივე მდგომარეობა, როგორიც 80-იან წლებში აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში იყო.

„კვლევის შედეგებმა დაგვანახა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომელიც უკვე დაწყებულია. ყველა იმ ბავშვთან, რომლებსაც აღმოაჩნდათ მომატებული რაოდენობა, მათთან და მათი ოჯახის წევრებთან განმეორებითი კვლევები ჩატარდება, რასაც დაემატება გარემოს სინჯების აღება.

ჩვენ გვაქვს პოზიტიური ნაწილიც, რომ 16 ბავშვთან, რომლებსაც ყველაზე მეტად ჰქონდათ მომატებული [ტყვიის შემცველობა], უკვე ჩავატარეთ განმეორებითი კვლევა. საბედნიეროდ, მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და ამ მხრივ, არანაირი გართულება არ არის“, - განაცხადა სერგეენკომ ტყვიის შესახებ კვლევის პრეზენტაციის შემდეგ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბავშვებთან მუშაობის პარალელურად, მათთვის მეორე სტრატეგიული ამოცანაა ტყვიის წყაროს პოვნა და მისი შეძლებისდაგვარად ელიმინაცია.

„რაც შეეხება რეგიონებს შორის სხვაობას. ჩვეულებრივ, ასეთი განსხვავება რამდენიმე დასკვნის საშუალებას იძლევა ხოლმე. პირველ რიგში, ეს არ არის მუდმივმოქმედი ინდუსტრიული კომპონენტი, რადგან ყველაზე დიდ ქალაქში, თბილისში ბევრად ნაკლებია, ვიდრე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

მეორე, ეს გვაფიქრებინებს, ხომ არ არის გამოხატული ე.წ. „კლასტერიზაცია“. ანუ ამ რეგიონებში თუ არის რაიმე ისეთი არეალები, სადაც ათწლეულების წინანდელი წყარო - ძირითადად, საწვავი და საღებავი, რომელიც ნიადაგში დიდ ხანს რჩება ხოლმე, განაპირობებს მომატებულ შემცველობას. ამაზეც აღებულია სინჯები და პირველი ეტაპის პასუხები ძალიან მალე გვექნება“, - თქვა დავით სერგეენკომ.

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. კვლევის მიხედვით, ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლ-ს.

როგორც დააავდებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

არ გამოვრიცხავ, დაბინძურება ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიებზე იყოს - გამყრელიძე ტყვიაზე კვლევის შედეგებზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^