Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი და პროკურორი არ ამბობენ რომელი ნარკოტიკის ფლობა ედება ბრალად ჯიბღაშვილს

23 აპრილი, 2019 21:19

სასამართლოს გადაწყვეტილებით მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის არის ბრალდებული აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა. პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. 

ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატს მიაჩნია, რომ პროკურატურის მოთხოვნა 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდებაზე თანაზომიერი არ იყო, რადგან მისივე თქმით, ლევან ჯიბღაშვილს ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არასოდეს ჰქონია. 

"თანამშრომლობდა გამოძიებასთან. არ უარყოფდა ბრალს და ფორმალური საფუძველი, რომ მკაცრი ზომა მოეთხოვათ არ არსებობდა. პროკურატურამაც გაითვალისწინა ეს, როცა პატიმრობის ნაცვლად გირაო მოითხოვა და სასამართლომ როცა შეამცირა გირაოს ოდენობა." - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალს სრულად ეთანხმება. 

„ნარკოტიკიც და ჩანთაც იყო მისი", - თქვა ადვოკატმა. 

ადვოკატი არ ასახელებს ნარკოტიკული საშუალების ტიპს და ასევე იმას თუ რა რაოდენობის ნარკოტიკი აღმოუჩინეს ბრალდებულს. ნარკოტიკის რაოდენობაზე და ტიპზე ინფორმაციას არც პროკურატურა არ ავრცელებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^