Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორ ნივთიერებაზეა საუბარი - პროკურორის განმარტება ჯიბღაშვილის საქმეზე

23 აპრილი, 2019 21:33

სასამართლოს გადაწყვეტილებით მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის არის ბრალდებული აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა. 

პროკურატურა არ ასახელებს ნარკოტიკული საშუალების ტიპს და ასევე იმას თუ რა რაოდენობის ნარკოტიკი აღმოუჩინეს ბრალდებულს. ნარკოტიკის რაოდენობაზე და ტიპზე ინფორმაციას არც დაცვის მხარე არ ავრცელებს. 

„ბრალდებულს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში, ეს არის სხვა და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რაც კანონმდებლობით დადგენილი ნუსხის მიხედვით, წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობას და განსაზღვრულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ორ ნივთიერებაზეა საუბარი, რაც ბრალდების წარსადგენად ქმნის საკმარის საფუძველს. სხვა გარემოებებს რაც შეეხება, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან.“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, 10 ან 20 აბი არ ყოფილა. საუბარია ორ ნივთიერებაზე, რაც ბრალდების წარსადგენად საკმარისი საფუძველი იყო. 

კითხვაზე რატომ არ ასახელებს პროკურატურა ნარკოტიკის ტიპს და ოდენობას პროკურორმა უპასუხა, რომ ყველა საქმეს "ინვიდუალური მიდგომა აქვს". 

ადვოკატი და პროკურორი არ ამბობენ რომელი ნარკოტიკის ფლობა ედება ბრალად ჯიბღაშვილს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^