Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ მოითხოვა ლევან ჯიბღაშვილისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი - პროკურატურის განმარტება

24 აპრილი, 2019 14:54

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ  დადგენილ პრაქტიკას  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ  ბრალდებასთან დაკავშირებით". - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში. 

„როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე  შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს" - ვკითხულობთ განცხადებაში.

________________________

რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ დასრულდა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზა.

„ექსპერტიზით დადგინდა, რომ კოკაინი - 0,5659გ. ექსტაზი(MDMA) - 0,1921გ.  - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს გუშინ სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა. 

 მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 5-დან 8 წლამდე ისჯება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^