Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვმუშაობთ აზერბაიჯანელებთან, რომ დამთვალიერებლები დავით გარეჯის მთელ ტერიტორიაზე შეუშვან - საგარეო

25 აპრილი, 2019 14:17

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით-გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრის ნახვის მსურველები, ქედს მიღმა არ გაატარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან პარტნიორულ გარემოში მიდის კომუნიკაცია, თუმცა საკითხის გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება.

„როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა მივმართეთ და აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და საკითხის დარეგულირებაზე ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმების, ტურისტების, მრევლის გადაადგილება.

მინდა, გითხრათ, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა ვიცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებების, ან განცხადებებისგან, რადგან ეს პროცესს არ წაადგება და ხელს შეუშლის.

იცით, რომ ჩვენ პერმანენტულად მოვითხოვთ მოცემულ მონაკვეთსა და საზღვრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე საკითხს გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის (ონიანი) ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

იგივე ინფორმაცია გაავრცელა გუშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ ზვიად ანანიაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხ ...

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ...
24 მაისი
24 მაისი

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტით კ ...

თბილისის ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს -  აღნ ...
24 მაისი
24 მაისი

პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 ...

დღეს საქათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეი ...
^