Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავტობუსით უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის 5 ლარიდან 20 ლარამდე გაზრდა იგეგმება

25 აპრილი, 2019 16:25

გარემოს დაცვის კომიტეტის კანონპროექტით, ავტობუსით უბილეთო მგზავრობა 5-ის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდება. კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. 

შენიშვნის სახით, კანონში ასევე გაჩნდება ჩანაწერი, რომ მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონულად გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა.

იმ შემთხვევაში, თუ დაჯარიმებული პირი 30 დღის ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას საურავის სახის 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი დაეკისრება. ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განმარტებით ბარათში მოცემულია ინფორმაცია ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდის „შემოსავალი სანქციებიდან  უბილეთო მგზავრობის გამო“.

„მაგალითად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა: 2014 წელს - 754 535 ლარი; 2015 წელს - 396 810 ლარი; 2016 წელს - 490 692 ლარი. კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, მთლიანობაში ჯარიმის ოდენობის 15 ლარით გაზრდით და საურავის ოდენობის 10 ლარით შემცირებით, მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლები მიიღონ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებმა", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მისი მეორე მოსმენით განხილვა გაიმართა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^