Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► დაპატიმრებული ჟურნალისტის, ზაზა სვანაძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან გაიმართა

25 აპრილი, 2019 16:52

პარლამენტთან ჟურნალისტ ზაზა სვანაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სვანაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ. 

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, ზაზა სვანაძე შერჩევითი სამართლის მსხვერპლია. 

სვანაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარის) მუხლით მიმდინარეობს.

___________________________

სვანაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ ზაზა სვანაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება ორ ეპიზოდზე დაიწყო, ერთ-ერთი ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრალდებაა, რომლითაც ჟურნალისტი 20 აპრილს დააკავეს.

ადვოკატის განმარტებით, მეორე ეპიზოდი კი ეხება ჟურნალისტ ნინო არღვლიანს. ამ შემთხვევაშიც მუქარაა ბრალდება. ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების ეტაპზე დაკითხულია ნანა ლეჟავა, რომელიც აღწერს თუ რას განიცდიდა ნინო არღვლიანი ზაზა სვანაძის მხრიდან მუქარის შემცველი პოსტების გამო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^