Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტარქტიდაზე ათასობით პინგვინი ზღვაში დაიხრჩო

25 აპრილი, 2019 17:00

ანტარქტიდაზე ათასობით საიმპერატორო პინგვინი ზღვაში ჩაიძირა. როგორც ჩანს, ყინული, რომელზეც ისინი ბინადრობდნენ, დაიშალა. შემთხვევა უედელის ზღვაში 2016 წელს მოხდა.

ბრანტის ყინულოვან შელფზე ჰეილის ყურის პინგვინების კოლონიის ათასობით ბარტყი ერთად დაიხოცა. შელფზე 14 000-დან 25 000-მდე პინგვინის წყვილი ცხოვრობდა, მთელი პოპულაციის - 5-9%. თუმცა, როგორც „ანტარქტიდის ბრიტანული კვლევის“ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, მთელი კოლონია ერთბაშად გაუჩინარდა.

პიტერ ფრიტუელმა და ფილ თრათანმა პინგვინების გაქრობა სატელიტით გადაღებული ფოტოებით შეამჩნიეს. ცხოველთა ექსკრემენტების თეთრ ყინულზე 800 კილომეტრის სიმაღლიდან შეიმჩნევა, რის შედეგადაც შესაძლებელია, განისაზღვროს, რამდენი ფრინველი იყო ადგილზე. 

საიმპერატორო პინგვინები კი ყველაზე მაღლები და მძიმეწონიანები არიან პინგვინთა სახეობებს შორის. მათ სათანადო პირობები და მყარი ყინული სჭირდებათ. თანაც ყინულის საფარი, მყარი უნდა იყოს აპრილიდან, როცა პინგვინები მოფრინდებიან, დეკემბრამდე, სანამ მათ ბარტყებს ბუმბული გაეზრდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ყინული უფრო ადრე დაიშლება, პინგვინების ბარტყებს ბუმბული ბოლომდე გაზრდილი არ ექნებათ და დაიხოცებიან. როგორც ჩანს, ჰეილის ყურის კოლონიასაც ასე დაემართა. ძლიერმა ქარმა ყინული დაშალა და ათასობით ბარტყი ერთიანად იმსხვერპლა.

მეცნიერების თქმით, როგორც ჩანს, 2016 წლიდან ყინული უედელის ზღვაში ძველებურად მყარი აღარ არის. არც გადარჩენილ ზრდასრულ პინგვინებს უცდიათ კოლონიის აღდგენა. სავარაუდოდ, მათმა ნაწილმა სხვაგან გადაინაცვლა, რადგან მოშორებით, დაუსონ-ლემბტონის მყინვართან მცხოვრები კოლონია საგრძნობლად გაიზარდა, სხვები კი შეწყვილებას აღარ ცდილობენ.

ჯერჯერობით, არ დაუდგენიათ ზუსტი მიზეზი, რატომ ვეღარ ხერხდება ყინულის შელფის აღდგენა, მაგრამ, მეცნიერების თქმით, ეს ტრაგიკული შემთხვევა აჩვენებს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ანტარქტიდის დათბობამ ბიომრავალფეროვნებაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^