Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონის უფლებამოსილების ვადა ეწურება

25 აპრილი, 2019 18:10

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის უფლებამოსილების ვადა მაისის შუა რიცხვებში იწურება.

 ელჩი უილსონის დროებითი უფლებამოსილება დაიწყო 2018 წლის ნოემბერში.

„ელჩ უილსონს ჰქონდა დიდი პატივი, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და ხელი შეეწყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მას შემდეგ, რაც ელჩი როს უილსონი დატოვებს თანამდებობას, ვაშინგტონის სრული ნდობით აღჭურვილი ელისაბეთ რუდი შეასრულებს ამერიკის ელჩის მოვალეობას საქართველოში“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აშშ-ს ელჩს იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის აპრილში ამოეწურა. მას შემდეგ აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს და მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლის რანგში არის წარმოდგენილი. 

გამოცემა Foreign Policy კი 2018 წლის 10 დეკემბერს წერდა, რომ ვაშინგტონში მოქმედმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ელჩობის კანდიდატის, ბრიჯეტ ბრინკის დაბლოკვის შესახებ.

Foreign Policy-ის ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ს უარი უთხრა დიპლომატიური შეთანხმების ხელმოწერაზე, რომლითაც თბილისში ელჩად ბრიჯეტ ბრინკი უნდა დანიშნულიყო. ევროპასა და საქართველოში ნამუშევარი გამოცდილი დიპლომატის დაბლოკვის მიზეზი ის გახდა, რომ ბრინკს მიხეილ სააკაშვილისადმი კეთილგანყობილი დამოკიდებულება აქვს.

როგორც Foreign Policy წერს, მისი წყაროების ცნობით, საქართველოს პოზიციის უკან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი დგას.

ბრიჯეტ ბრინკი მიმდინარე წლის მარტში სლოვაკეთში აშშ-ის ელჩად დანიშნეს.

ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ - აშშ-ის ელჩი მოსამართლეების შესახებ კანონზე

ბრინკი: ჯაველინები საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^