Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პირდაპირ მითხრა დირექტორმა, რომ პოსტის გამო გიშვებ სამსახურიდან“ - მაია სტეფნაძე

02 მაისი, 2019 15:15

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსის“ ყოფილი პროდუსერი მაია სტეფნაძე „ლიბერალთან“ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საუბრობს. როგორც მაია სტეფნაძე ჰყვება, მას პირდაპირ უთხრა დირექტორმა, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის გამო უშვებს სამსახურიდან. 

ტელეკომპანია „იმედში“ ამბობენ, რომ პროდუსერი მაია სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. სხვა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით არ აკეთებენ. 

მაია სტეფნაძე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა - ტელეკომპანია „იმედი“

„როდესაც დირექტორმა მითხრა, რომ აი, იმ პოსტის გამო გიშვებთ სამსახურიდან, კი, კი პირდაპირ ასე მითხრა...  მან მითხრა სიტყვა სიტყვით, რომ შენ შეურაცხყავი,  ასე ვთქვათ კორპორაციული ინტერესი დაარღვიე, როდესაც სხვა ტელევიზიას მიუძღვენი პოსტი, ამით ჩვენ შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი,  ამიტომ ერთ არხზე ვეღარ ვიმუშავებთ, გათავისუფლებ სამსახურიდან  და გაძლევ ორი თვის კომპენსაციას. გავიდა დაუძახა ეიჩარს. ეიჩარმა თქვა,  რომ 15 წუთი მჭირდება ხელშეკრულების მოსამზადებლად. ასე ეიფორიაში და შოკში რას მოვაწერე ხელი, არც ვიცი. ეს შეთანხმება რას ნიშნავს, არ ვიცი. ჩვენ ბევრჯერ დაგვიხურეს გადაცემა მე და ინგას, მაგრამ ასე რომ გავეგდე სამსახურიდან, ეს მართლა პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მგონა უბრალოდ გათავისუფლების ბრძანებაზე მოვაწერე ხელი, იმის თავიც არ მქონდა  წამეკითხა. ის, რომ მე შევთანხმდი მათთან, რომ რა კარგია რომ მაგდებთ სამსახურიდან, ამის თქმა ძალიან უცნაურია," - ამბობს მაია სტეფნაძე. 

როგორც მაია სტეფნაძე ამბობს, დღეს შეხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს და მან მხარდაჭერა აღუთქვა. ხვალ კი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდება და განცხადებით მიმართავს ომბუდსენის აპარატს.

„ჩემი მთავარი მიზანი არ არის, რომ სამასხურში დამაბრუნონ და ხელფასი მომეცით, არამედ ჩემი მიზანია, რომ ასეთი პრეცედენტი აღარ მოხდეს და ამ ქვეყანაში დასრულდეს, როცა ადამიანს ფეუბუქზე დაფიქსირებული აზრის გამო აგდებენ სამსახურიდან. ძალიან საშიში რეჟიმი ყალიბდება და თუ ხმა არ ამოვიღეთ ცუდად დამთავრდება," - ამბობს მაია სტეფნაძე. 

პანკისელების მხარდაჭერის გამო სამსახურიდან გამიშვეს - „იმედის“ პროდიუსერი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^