Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმის სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა

03 მაისი, 2019 18:35

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, შეეჩერებინა აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი. შუამდგომლობაზე მოსამართლემ სხდომის გამართვის გარეშე იმსჯელა. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი ნათია კაპანაძემ შეიტანა. ის მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას მოითხოვს. კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან 19 აპრილს გაათავისუფლეს. მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრიდან 4-მა კაპანაძის თანამდებობიდან ვადამდელ გათავისუფლებას მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების გზით დაუჭირა მხარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველო ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქარ ...
23 მაისი
23 მაისი

ევროპა ლიგის ფინალმა აზერბაიჯანში ადამია ...

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის ოფისი აზერბაიჯანში ევროპა ლიგის ფინ ...
23 მაისი
23 მაისი

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედა ...

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას (მ.შ.-ს) გორის რაიონ ...
^