Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ძე – ქართული პროექტი“

03 მაისი, 2019 12:45

3 მაისს საქველმოქმედო ორგანიზაციამ „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში   „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის ფარგლებში ძექართული პროექტისპრეზენტაცია გამართავა.

ძექართული პროექტი“ „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“, კრეატიული სააგენტო Windfor’s-ისა და „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის“  უპრეცედენტო  პარტნიორობაა, რომელიც მიზნად ისახავს მოდის მეშვეობით ფილანთროპიის იდეის პროპაგანდას და საზოგადოების  ყურადღების მიღმა დარჩენილ სოციალურ პრობლემებზე ფოკუსირებას. მსოფლიო მოდის ინდუსტრია ბოლო დროს სულ უფრო აქტიურ სოციალურ პოზიციას იკავებს და ქართული მოდის ინდუსტრიაც, როგორც მისი ნაწილი, პასუხობს ამ გამოწვევას.

პროექტის პრეზენტაციაზე აჩვენეს კონცეპტუალური ვიდეორგოლი, რომელიც შეიქმნა, როგორც „ფეშენ ვიდეო“ (ვირტუალური „ძე“ ბრენდი), ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით. ვიდეორგოლს მნახველთა ყურადღებას ძე“ – დიზაინის ვირტუალური ბრენდიდან ძე-გვისსოციალურ ბრენდზე (თავშესაფარზე) გადააქვს. „ძე_ქართული პროექტის“ კამპანიის იდეა, კრეატიულ სააგენტო Windfors-ს ეკუთვნის.

Windfors-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი ნინო გორდელაძე:

„დღეს ყველა საუბრობს ე. წ. „ქუჩის მოდაზე“ – ოთხმოცდაათიანების ქურთუკები, მაისურები, კედები ისევ აქტუალურია. ადამიანებს, რომელთაც თანამედროვე დიზაინერების მიერ შექმნილი ძვირადღირებული ტანისამოსი აცვიათ, მუდმივად ვხვდებით სარეკლამო ბროშურებსა და მუსიკალურ ვიდეორგოლებში.

თუმცა, არიან სხვებიც – მსგავსი, ზოგჯერ იდენტური ჩაცმულობით; ისინი ძეგვის თავშესაფარში ცხოვრობენ და ტანსაცმელი, რომელიც მათ აცვიათ, არა ტრენდული რეპლიკა, არამედ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანებში შექმნილი „ორიგინალებია“. მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანადაა დამოკიდებული საზოგადოების ჩართულობასა და სოციალურ სოლიდარობაზე.“

ლენა კილაძე, საქველმოქმედო ფონდსაქართველოს ამერიკელი მეგობრებისაღმასრულებელი დირექტორი.

 „ძეს“ მსგავსი კრეატიული კამპანიები სოციალური პრობლემების მოგვარების განსხვავებული გზაა, რომელიც უფრო მეტ ადამიანს დააფიქრებს და ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილს გაუჩენს. საქართველოს ამერიკელი მეგობრები 25 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ფილანთროპიის იდეის პოპულარიზაციას ეწევა და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს. ძეგვის თავშესაფარი (სადაც 80-მდე ბენეფიციარია) ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ფოკუს პროექტია.

ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენი, Windfor’s-ის და „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის უპრეცედენტო პარტნიორობა სწორედ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცევს ადამიანებს, რომელთაც ჩვენი თანადგომა ესჭიროება. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი შევცვალოთ მათი ცხოვრების ხარისხი უკეთესობისაკენ“.

ძეგვის თავშესაფარი ე. წ. „ქუჩის ბავშვების“ გადასარჩენად თბილისთან ახლოს, არმაზის ხეობაში 1995 წელს დაარსდა. თავშესაფრის 120 უსახლკარო აღსაზრდელი  უკვე დაუბრუნდა სრულფასოვან ცხოვრებას, ზოგიერთი მათგანი დღეს AFG-ს დახმარებით, რომელიც თავშესაფრის ერთადერთი ინსტიტუციური დონორია, უმაღლეს განათლებას იღებს, ზოგი უკვე დასაქმებულია და დამოუკიდებელ ცხოვრებას განაგრძობს. 2010 წლიდან ძეგვის ბავშვთა თავშესაფარი სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა შერეულ თავშესაფრად იქცა. ამჟამად ძეგვში ყოფილი ქუჩის ბავშვები, ფიზიკური და მენტალური შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მიტოვებული მარტოხელა დედები და მათი შვილები ცხოვრობენ. დღეს ძეგვის თავშესაფარს 80 ბენეფიციარი ჰყავს. აქციის მხარდაჭერა შესაძლებელია „ძეს“ ვებგვერდის https://dzeproject.ge/ მეშვეობით.

ინფორმაცია პროექტის მონაწილეთა შესახებ

საქართველოს ამერიკელი მეგობრებიინკ., წარმომადგენლობა საქართველოში

„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ AFG არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წლიდან ახორციელებს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და გარემოსდაცვით პროექტებს საქართველოში; AFG, რომლის დევიზია: „მხოლოდ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ მომავალი უკეთესობისაკენ“ – ეხმარება მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს: მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს, მარტოხელა დედებს, ტერმინალური დაავადების მქონე პაციენტებს, სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უუნარო მოხუცებს.

AFG-მ 25 წლის განმავლობაში არაერთი საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სამედიცინო პროექტი განახორციელა: ძეგვის ბავშვთა სახლი – 120-ზე მეტი მზრუნველობას მოკლებული ბავშვის რეაბილიტაცია, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, სარეაბილიტაციო სახლის შექმნა („მშობელთა სახლი“); „ჰოსპისი ფერისცვალების“ მოწყალების ცენტრი, რომელიც აერთიანებს უფასო ჰოსპისს, მოწყალების დების სასწავლო ცენტრს და შინ მოვლის სამსახურს; იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელობო პროგრამები; ნიქოზის სკოლისა და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი; აგრეთვე, ბედიანის თემისა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი და სხვა. ორგანიზაციის მისიაა საქართველოში ფილანთროპიის პოპულარიზაცია და საზოგადოების პასუხისმგებლობის ამაღლება სოციალურ პრობლემებთან მიმართებაში. ამასთან, AFG მხარს უჭერს ქართული კულტურის პროპაგანდას საზღვარგარეთ და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

Windfors

2004 წელს დაარსებული Windfors-ი ერთ-ერთი პირველი კრეატიული სააგენტოა საქართველოში; სააგენტო არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, 2017 წელს კანის კრეატიულ ფესტივალზე Windfor’s-ის ნამუშევარმა Dinner With Georgia ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა, რომელიც პირველი ვერცხლის ლომი იყო ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში. ქართული სარეკლამო ბაზრის ლიდერი სააგენტოს პორტფოლიოში არაერთი კრეატიული კამპანია, ვიდეორგოლი, გრაფიკული დიზაინის და ვიზუალური იდენტობის პროექტია.

სოციალური კამპანიის მხარდამჭერია სოფო ჭყონია, „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ლენა კილაძე/აღმასრულებელი დირექტორი, „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“

ტელ.: +995 599 901 234; Email: [email protected]

ქეთი კალანდარიშვილი/პროექტის კოორდინატორი, „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“

ტელ.: +995 599 262 005; Email: [email protected]

https://www.instagram.com/_dze.project/

https://dzeproject.ge/

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^