Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩრდილოელი მეზობლის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, შევძელით არ შეგვეცვალა ევროპული გეზი - პრეზიდენტი

05 მაისი, 2019 18:53

„ის, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა ვერ შეძლო, შეეცვლევინებინა საქართველოსათვის ევროპული გზა, ეს ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხებაა“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რიყის პარკში, სადაც ,,ევროპის დღეები - 2019“ აღინიშნება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდი, როცა საქართველოს ჩაუკეტეს ევროპის გზა და იზოლაციაში მოაქციეს.

„15 წლის წინ, როცა საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩამოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სწარაფად გავივლიდით ამ გზას. ეს არ არის მარტივი, მაგრამ 15 წელში სამეზობლო პროგრამიდან პარტნიორობაზე გადავედით, პარტნიორობიდან - ასოცირებაზე, ასოცირებამ მოგვიტანა ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. ეს დიდი მიღწევაა! ჩვენ ეს შევძელით, რადგან ჩვენი მოსახლეობა და ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სხვა ალტერნატივა და სხვა პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია! საქართველოს მოსახლეობა არ ცვლის თავის ევროპულ განწყობას და ადასტურებს, რომ მისი გზა ევროპული გზაა. ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელია, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა და მის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, ჩვენ შევძელით არ შეგვეცვალა ევროპული გეზი და ალბათ, ჩრდილოელი მეზობლის მოტივაცია იყო საქართველოსათვის რამენაირად შეეცვლევინებინა მის მიერ არჩეული, ევროპული გზა. და ის, რომ მან ეს ვერ შეძლო და ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით, ეს ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხებაა! ამ გზაზე ჩვენ წინ მივდივართ! ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავარი მონაპოვარია, რომ ევროკავშირის შექმნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ჩვენი მისწრაფებაა - მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკური წინსვლა, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^