Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება - კახა კალაძე „რუსთავი 2-ის“ საქმეზე

07 მაისი, 2019 15:16

„ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“ - განაცხადა თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. 

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი... დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზიას, ყველა ჟურნალისტს, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები. მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“ - განაცხადა კახი კალაძე.

________________

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მეწილე, ნინო ნიჟარაძე, რომელიც კომპანიის 9%-ს ფლობს, გადაუხდელი გადასახადების გამო, კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ გუშინ „რუსთავი 2-ის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

„რუსთავი 2-ში“ დღეს შემოვიდა 9% წილის მქონე ნინო ნიჟარაძის სარჩელი „რუსთავი 2-ის“ სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და ტელევიზიის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე გაყიდვების სახლისგან მოითხოვს, როგორც თვითონ ამბობს, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონის კომპენსაციას. ჩვენთვის უცნობია, რა თანხაზეა საუბარი, თანხაზე მხოლოდ კახა ბექაურის კომისია საუბრობდა და სრული აბსურდია, თუმცა ამას ითხოვს.

ასევე ითხოვს ჩემგან, თუ რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი ოპოზიციისთვის, რომელიც გაიზარდა ხელისუფლებისთვისაც, თუმცა ის მხოლოდ ოპოზიციის ნაწილზე საუბრობს. ამბობს, რომ ამით ზიანი მივაყენე კომპანიას. არადა, ეს კანონით ნებადართული საქმიანობაა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის თქმით, ნინო ნიჟარაძე ჯამში, დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს სოლიდარულად - მისგან და მეწილეებისგან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^