Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მორიგი სასამართლო დავა საფრთხეს უქმნის „რუსთავი 2-ის" სარედაქციო დამოუკიდებლობას - NGO-ები

07 მაისი, 2019 16:03

„რუსთავი 2-ის" საქმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში შესული სარჩელის თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე  ტელეკომპანიის დირექტორისა და მესაკუთრეებისგან 26 მილიონი ლარის გადახდას მოითხოვს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო 2015 წლიდან განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება ამ პროცესის მიმართაც.

„რუსთავი 2“, ერთ-ერთი გავლენიანი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი, უკვე წლებია დგას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რამდენად იზიარებს „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკას, პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და მრავალფეროვანი მედიაპლატფორმების არსებობა.

მორიგი სასამართლო დავა არა მარტო  მაუწყებლის მუშაობას აფერხებს, არამედ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს და თავისუფალ მედიაგარემოს ჩვენ ქვეყანაში. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებას უდავოდ უარყოფითი გავლენა ექნება  2020 წლამდე წინასაარჩევნო გარემოსა და მთლიანად დემოკრატიულ პროცესზე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში „რუსთავი 2-ის“ გარდა, სხვა მედიასაშუალებების მიმართ, „ტვ პირველი“, „იბერია TV“ და აჭარის ტელევიზია, არაერთი პროცესი განვითარდა, რომელიც კითხვებს აჩენს მედიის დამოუკიდებლობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. ეს საკითხები კი უარყოფითად აისახება ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც აფასებს მედიის მდგომარეობას და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.  საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რაც პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნების გარეშე ვერ მოხერხდება", - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

მედიაკლუბი

რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^