Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელისუფლება მწერალთა სახლსა და წიგნის ცენტრზე კონტროლის გაძლიერებას ცდილობს - მწერლები და გამომცემლები

07 მაისი, 2019 16:15

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის შესაძლო გაერთიანების შესახებ მწერლებმა და გამომცემლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მწერლები და გამომცემლები ამ ორი ორგანიზაციის „ლიტერატურის ეროვნულ ფონდად“ შესაძლო გაერთიანებას აპროტესტებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს და ხელისუფლება კულტურის სფეროში ორი ყველაზე წარმატებული ორგანიზაციის გაკონტროლებას ცდილობს.

„ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს მწერალთა სახლი შედარებით ახალი, მაგრამ საქართველოში ზოგადად და კერძოდ კულტურის სფეროში ალბათ ყველაზე წარმატებული ორგანიზაციებია. თუკი სადმე სახელმწიფო ფული არა თუ ყაირათიანად და მიზნობრივად, არამედ სახელმწიფოსათვის უზარმაზარი მოგებით განიკარგება, წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი პირველ ადგილზე იქნებიან.

წიგნის ცენტრის უაღრესად კომპეტენტური და შრომისმოყვარე თანამშრომლების მხრებზე გადაიარა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ - ცენტრის გარეშე სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ქართული ლიტერატურის და კულტურის ყველაზე დიდი საერთაშორისო წარმატება თავისი ისტორიის მანძილზე.

მწერალთა სახლი გადაიქცა ქართული კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო კერად, რომელიც ათასობით ლიტერატურის მოყვარულს იზიდავს“, - ნათქვამია მწერლებისა და გამომცემლების მიმართვაში.

მიმართვის ავტორების განცხადებით, ორივე ორგანიზაციამ წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია და სამინისტროს ეს ინიციატივა ორი დამოუკიდებელი და წარმატებული ორგანიზაციის მექანიკური გაერთიანების შესახებ გულისწყრომას იწვევს.

„ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია კულუარულად სამინისტროს ჩინოსნების მიერ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან, მწერლებთან, მთარგნელებთან, ავტორებთან, გამომცემლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გარეშე სამინისტროს მოტივაციას კიდევ უფრო არადამაჯერებელს და საეჭვოს ხდის.

მოდერნიზაციის და მართვის გაუმჯობესება გულისხმობს, რომ ეს ორგანიზაციები არათანემდროვედ და ცუდად იმართება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

არც საერთაშორისო სტანდარტები, არც ეროვნული პრიორიტეტები არ გვკარნახობს წარმატებული ორგანიზაციების მექანიკური გამსხვილების აუცილებლობას. თუ დავუჯერებთ მინისტრის მოადგილეს, მიხეილ გიორგაძეს, რეორგანიზაციას ვერც ფულის დაზოგვით გავამართლებთ“, - აცხადებენ მიმართვის ავტორები.

მწერლებისა და გამომცემლების განცხადებით, ამ ორ ორგანიზაციას განსხვავებული სპეციფიკა აქვს და მექანიკური გაერთიანება მათ მუშაობას უფრო ეფექტურს ვერ გახდის. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ გაერთიანების პოლიტიკური მოტივი აქვს.

„ერთადერთი შესაძლო ახსნა, წარმატებული ორგანიზაციებისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევა და ახლადშექმნილი ჰიბრიდის ხელმძღვანელად რომელიმე უფუნქციოდ დარჩენილი ჩინოსნების დანიშვნა და ორ დამოუკიდებელ და წარმატებულ ორგანიზაციაზე კონტროლის გაძლიერებაა ადმინისტრაციულ-მბრძანებლობითი სისტემის მეთოდებით.

მწერლები, მთარგმნელები, ავტორები, გამომცემლები, მოვითხოვთ, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს მწერალთა სახლს შეუნარჩუნდეს დამოუკიდებლობა და მიეცეს წარმატებული მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. წიგნის ცენტრს და მწერალთა სახლს სოლიდარობას უცხადებენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, მეგობრები და პარტნიორებიც, რომლებსაც ორივე ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება აქვთ“, - ნათქვამია მწერლებისა და გამომცემლების განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^