Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ე.წ. შეჩერების მექანიზმის გამო „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტში ცვლილება ვერ შევა - წულუკიანი

08 მაისი, 2019 12:56

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი თქმით, რაც უნდა უკმაყოფილო იყოს ერთ-ერთი მფლობელი სხვა მფლობელებთან მიმართებაში და ჰქონდეს სამართლებრივი პრეტენზიები, სტრასბურგის სასამართლოს კომპანიის საქმეზე მიღებული აქვს  ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არის ისევ. 

წულუკიანის თქმით, ვერავითარი ცვლილება მენეჯმენტში ამ გადაწყვეტილების ფონზე ვერ გატარდება. 

„მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს „რუსთავი 2-ის" როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ქალბატონი ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება მიიღო, ეს გადაწყვეტილება არის დღესაც ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიცის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს თეა წულუკიანი. 

წულუკიანს კარგად ესმის სტრასბურგის გადაწყვეტილების სავალდებულობა - თამთა მურადაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^