Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსული სამყარო“ საქართველოში - MDF-ის კვლევა

08 მაისი, 2019 18:35

„მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში რუსული რბილი ძალის მოქმედებისა და ამ პროცესში ჩართული აქტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-შესწავლას. მათი თქმით, კვლევა ეფუძნება  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შექმნილ ფონდ „რუსული სამყაროს” («Русский мир») ვებგვერდს და იქ გამოქვეყნებულ ინფორმაციას პარტნიორების შესახებ. 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციის სახელით ფონდის დამფუძნებლები არიან:

  • რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ფონდ „რუსული სამყაროს“ პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში

ფონდ „რუსულ სამყაროს“ (Русский мир) ვებგვერდზე საქართველოდან პარტნიორთა ჩამონათვალში 46 სუბიექტია მითითებული. 

„რუსული სამყაროს” პარტნიორთა ჩამონათვალში მითითებული ორგანიზაციების აქტივობებზე ინფორმაცია ძირითადად ან პირდაპირ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ („სპუტნიკ საქართველო“) ან კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებებში („საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“, „პატრიოტი ტვ“) გვხვდება“, - ვკითხულობთ კვლევაში. 

„რუსულ სამყაროს” პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში ძირითად კრემლის პოლიტიკური პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, როგორიცაა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით რუსული „უკვდავი პოლკის“ ქართული „დანაყოფის“ მსვლელობა, „გეორგევსკის ლენტების“ დარიგება სხვადასხვა ქალაქში, „აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლებასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები.

კრემლის პროექტების მხარდამჭერი სხვა ქართველი აქტორები

იკვეთება ფონდ „რუსული სამყაროს“ პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობა კრემლის სხვა აქტორებთან, როგორიცაა ფონდ „რუსული სამყაროს” პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობა კრემლის სხვა აქტორებთან, როგორიცაა „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“; (დიმიტრი ლორთქიფანიძე); „ევრაზიული ინსტიტუტი“  (გულბაათ რცხილაძე) , „ისტორიულ მემკვიდრეობობა“(ტარიელ გაგნიძე), ასევე ეთნონაციონალისტურ ჯგუფებთან - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეა“ (ლევან ჩაჩუა).

სხვა მთავარი მიგნებები:

●ფონდ „რუსული სამყაროს” საგანმანათლებლო/კულტურული აქტივობები ძირითადად რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობას, რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების ორგანიზებას, კულტურული და ლიტერატურული საღამოებისა და კონფერენციების ორგანიზებას, ჟურნალ-გაზეთების გამოცემას და სხვა ღონისძიებებს აერთიანებს.

●კრემლისტური მედიაწყაროების ცნობით, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოდან დაახლოებით 500 სტუდენტი სწავლობს. 2019 სასწავლო წელს კი საქართველოსთვის 120 ადგილია გამოყოფილი.

●ფონდ „რუსული სამყაროს“ გარდა, საქართველოში რუსული სათემო ორგანიზაციების გამოცემებს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „ქართუ ბანკიც“ აფინანსებს.

წაიკითხეთ კვლევა სრულად 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^