Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს დღე ეძღვნება ყველას, ვინც იბრძოდა საქართველოსთვის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს - სალომე ზურაბიშვილი

09 მაისი, 2019 15:16

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში მივიდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ ეს დღე უნდა ეძღვნებოდეს ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს - ნაცისტური გერმანიისა თუ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რადგან ყველა მათგანს სჯეროდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდა.

„ყველა ქართველს სჯეროდა, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისა და თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ყველა მათგანს, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ომის დასასრულს.

აქ, თუ გერმანელებთან ტყვეებად ჩავარდნილები, თუ ემიგრანტები, რომლებიც თავიანთი გაგებით იბრძოდნენ საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ. ყველა დაიღუპა საქართველოსთვის და მე მინდა, რომ იყოს მათი ხსოვნა და პატივისცემა დღეს“, - თქვა ვაკის პარკში მისვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^