Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირველ ქართულ ფილმს, რომელიც გეი ურთიერთობას ეხება, კანის კინოფესტივალზე უჩვენებენ

10 მაისი, 2019 1:59

წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ახალი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს გაიმართება. როგორც ფილმის სინოფსისში წერია, „ქართულის მოცეკვავე მერაბის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი გამოჩნდება. ირაკლი მერაბის ყველაზე ძლიერ მეტოქედ და ამასთანავე მოწონების ობიექტად იქცევა, კონსერვატიულ გარემოში კი მას ბევრი რისკზე წასვლა მოუწევს“. 

ფილმი ქართულ-შვედური კოპროდუქციაა. როგორც გამოცემა Indiewire წერს, აკინმა ქართველ მოცეკვავეებთან ვრცელი ინტერვიუების მეშვეობით დაინახა, რომ გენედერისა და სექსუალობის საკითხები მთავარ კონფლიქტს წარმოშობს კონსერვატიულ, რელიგიურ კულტურაში. 

„როცა ვნახე, რამდენიმე მამაცი ახალგაზრდა როგორ ცდილობდნენ აქციის გამართვას 2013 წლის [17 მაისს] და როგორ დაესხა თავს ეკლესიის მიერ ორგანიზებული ათასობით ადამიანი, ვიგრძენი საჭიროება, რომ ამ საკითხს როგორღაც უნდა შევხებოდი“, - ამბობს რეჟისორი.

ფილმი თრეილერის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„დედა ენის“ კომისია დაკომპლექტდა - ვინ ა ...

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ...
24 მაისი
24 მაისი

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხ ...

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ...
24 მაისი
24 მაისი

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტით კ ...

თბილისის ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს -  აღნ ...
^