Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩი“ ოფისში საროსკიპოს ხსნის

10 მაისი, 2019 11:38

პარტია „გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოფისში საროსკიპოს გახსნიან. 

როგორც ჯაფარიძე ამბობს, საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“, რომლის სპონსორი სექსშოპი „კიკუ" იქნება.

1 საათით ამ ფართის დაკავება ეღირება 49 ლარი და 90 თეთრი და ამ სერვისით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სექსუალური მომსახურებით სარგებლობის სურვილი ექნება. 

„აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე.

ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად „გირჩი", ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი, მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მან მთაწმინდის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჰერმან საბოს საროსკიპოს ოფიციალურად გახსნა სთხოვა.    

მიმდინარე კვირას შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით როენა ხუცურაული, მეტსახელად „მამიდა" დააკავა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^