Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნდა დამონტაჟდეს კოლექტიური საკვამლე მილები, ძველ თუ ახალაშენებულ სახლებში - ანგარიში

10 მაისი, 2019 12:23

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშში, რომელიც თბილისში ჰაერის მდგომარეობას შესახებაა, ყურადღება გამახვილებულია თბოგამათბობელ ქვაბებზე. 

კერძოდ, თემატური მოკვლევისას ერთ-ერთმა მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მრავალსართულიანი სახლების ევროპული ტიპის კოლექტიური საკვამლე მილებით აღჭურვაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თითქმის ყველა ბინიდან, ზამთარ-ზაფხულ, ადამიანის სუნთქვის დონეზე კვამლის სახით იფრქვევა ჰაერის დამაბინძურებლები: ბუნებრივი აირის წვის აირადი პროდუქტები (CO, CO2, NOx და სხვა).

„თანამედროვე მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილი ევროპული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ კვამლი ატმოსფეროს მაღალ ფენებში უნდა გაიფრქვეს. თბილისში (და მთლიანად საქართველოში) ასეთ კვამლს მოსახლეობა ჩაისუნთქავს გამათბობელი ქვაბების საკვამლე მილების არასწორად დამონტაჟების გამო - მარტივი და იაფი, ჰორიზონტალურად გაშვერილი საკვამლე მილები ინდივიდუალური ბინებიდან ძალიან მავნებელია მოსახლეობისათვის. ევროპაში მრავალსართულიან საცხოვრებლებში კედლის ქვაბებიდან სათბობის წვის პროდუქტების (კვამლის) ემისიისათვის, ე.წ. კოლექტიური საკვამლე მილები კეთდება, ინდივიდუალური საკვამურების მოწყობა დაუშვებელია“, - ვკითხულობთ ანგარიშში. 

აქვე ვკითხულობთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების გარეშე სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცეს.

ანგარიშში გაწერილია რეკომენდაცია, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბებიდან წარმოქმნილი წვის პროდუქტების (კვამლის) სახურავის მაღლა ემისიისათვის, თბილისში/საქართველოში უნდა დამონტაჟდეს ევროპული ტიპის „კოაქსიალური“ კონსტრუქციის კოლექტიური საკვამლე მილები, ძველ თუ ახალაშენებულ სახლებში. რაც მნიშვნელოვანი იქნება, ქალაქის საცხოვრებელ სექტორში ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად, ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^