Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციხე, მარწყვი და ყვავილები - პრაქტიკული კურსი ციხეებში

10 მაისი, 2019 12:47

ყვავილები და მარწყვი - სასჯელაღსრულების მე-5, მე-16 და მე-15 დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა კენკროვანი კულტურებისა და ყვავილების მოყვანის თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს.

აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და DVV international-ია.

ორგანიზატორების ცნობით, პენიტენციურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, შეარჩიეს 3 მიზნობრივი დაწესებულება  (#5, #16, #15), სადაც აშენდა და გაიმართა სათბური და ჩატარდა კენკროვანი კულტურებისა და ყვავილების წარმოების თეორიული და პრაქტიკული კურსი, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით; ასევე მოეწყო სასათბურე კონსტრუქციები და სანერგე ჩითილებისთვის ადგილები და დაიწყო ყვავილებისა და მარწყვის წარმოება.

„შევისწავლეთ ყვავილის მოვლა​ თესვიდან რეალიზაციამდე, გავიარეთ პრაქტიკა თეორიასთან ერთად. ზოგადად მაინტერესებდა მცენარეები, მათი მოვლა, მოყვანა, მაქვს სოფლის მეურნეობა და სამომავლოდ ვგეგმავ, რა ცოდნაც აქ შევიძინე, გამოვიყენო გარეთაც“, - ამბობს მსჯავრდებული ვატო კასრაძე.

„ამ შესაძლებლობამ ფერმერული მიმართულებით განგვივითარა უნარები. ვისწავლეთ მცენარის მოვლა, მოყვანა, და ა.შ. მაინტერესებდა ფერმერული საქმე, მე მქონდა გარეთ მიწა და მაინტერესებდა კერნკროვანი კულტურის მოყვანა... განწყობაზეც მოქმედებს, ნაკლებად გრჩება დრო ფიქრისთვის, უფრო კონცენტრირებული ვარ ამ საქმისკენ“, - გვიყვება მსჯავრდებული ვაკო ქორიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^