Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო გვენეტაძის პირველი კომენტარი სასამართლოდან წასვლის შემდეგ

10 მაისი, 2019 15:30

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და პოსტის დატოვების მიზეზი „ქრონიკასთან“ განმარტა.

გვენეტაძის თქმით, მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები იყო და მისი იმჟამინდელი მდგომარეობა და იმ პერიოდის გამოყენება, რაც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, არ წაადგებოდა სასამართლოს ხელისუფლებას, რის გამოც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. „ეს პერიოდი რეაბილიტაციას დავუთმე და მაქვს ახლა ის უნარები, რომ დრო დავუთმო ამ პოზიციას“.

გვენეტაძეს უკვირს, რომ ოპოზიცია მისი „გაუჩინარების“ გარემოებაზე მიუთითებს.

„პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. კანდიდატები მაშინ წარდგნენ იუსტიციის საბჭოდან, როცა მე უკვე უზენაეს სასამართლოში აღარ ვიყავი.

სია შეიქმნება ახალი კანონმდებლობის შესაბამისად და განიხილება როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ისე პარლამენტის მიერ, ამიტომ ამ ორ უწყებას მაღალი პასუხისმგებლობა აქვს. მე წარმატებას ვუსურვებ ქართულ მართლმსაჯულებას. მინდა რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და ობიექტური მართლმსაჯულების განხორიცელებისთვის არის საჭირო და ვიმედოვნებ, ასეც იქნება სამომავალოდ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

პრემიერი: გვენეტაძის თსუ-ის პრორექტორად დანიშვნა გასაკვირი არ ყოფილა

ნინო გვენეტაძე თსუ-ის პრორექტორად დაინიშნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^