Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

CinéDOC-Tbilisi-ის ფესტივალზე Civil Pitch-ის მონაწილეებმა ჟიურის პროექტები წარუდგინეს

12 მაისი, 2019 14:19

დღეს Civil Pitch-ის შერჩეულმა კანდიდატებმა თავიანთი პროექტები კინოინდუსტრიის საერთაშორისო პროფესიონალებს წარუდგინეს. Civil Pitch, რომელსაც ღია საზოგადოების ფონდი აფინანსებს, ქართველ რეჟისორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის. 

ღონისძიება საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება.

კინოფესტივალის დირექტორის არჩილ ხეთაგურის თქმით, ამ პროექტის მიზანია, კინოს მეშვეობით საზოგადოების ყურადღება იმ აქტუალური საკითხებისკენ მიმართოს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩრდილში რჩება. „ეს შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების საკითხები და სოციალური სფერო“, - თქვა არჩილ ხეთაგურმა.

დღეს კი კონკურსის მონაწილე ათმა წყვილმა საერთაშორისო ჟიურის კინოპროექტების იდეა და შინაარსი გააცნო. გამარჯვებული სამი წყვილი 13 მაისს, კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე დასახელდება.

წელს ღია საზოგადოების ფონდი ორ პროექტს დააჯილდოვებს: ერთს ფილმის წარმოებისთვის 3000 აშშ დოლარი გადაეცემა, მეორე პროექტი დაჯილდოვდება 500 აშშ დოლარის ოდენობის პრიზით ფილმის განვითარებისთვის, ხოლო მესამე პროექტს გადაეცემა 1000 აშშ დოლარი Current Time TV-სგან.

Civil Pitch-ის წლევანდელი კონკურსანტები არიან:

  • „კერა“ – MAC Georgia და ნათია არაბული-ვეგერი

  • „იდენტობა პროცესში“ – „ახალი ვექტორი“ და ნინო მემანიშვილი

  • „ჩემი დაკარგული სხეული“ – „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“ და ალექსანდრე კვატაშიძე

  • „თინეიჯერის ცხოვრება თბილისში“ – საქართველოს გოგონა სკაუტები „დია“ და ომარ წოწორია

  • „გზა მშვიდობისკენ“ – კავკასიური სახლი და თამარ კვაჭანტირაძე

  • „ვიტალი“ – ჩართულობისა და განვითარების ცენტრი და ქეთი გიგაშვილი

  • „Pb,82“ – „ღია სივრცე კავკასია/საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და მარიამ აგლაძე

  • „დროის მანქანა“ – „ქსელი“ და თიკო ნადირაშვილი.

  • „ლადო მასწავლებელი“ – კოალიცია „განათლება ყველასთვის“ და თომა ჩაგელიშვილი

  • „ქალი საქართველოს სოფლიდან“ – „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და თათია შაიშმელაშვილი

საერთაშორისო ტუტორებმა დანიელ აბმამ და ბრიჯიდ ო’შიმ შერჩეულ კანდიდატებს ტრენინგიც ჩაუტარეს.

„ეს არის შესაძლებლობა, რომელიც პროექტის მონაწილეებს პროფესიული უნარების განვითარებაში ეხმარება. ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება საერთაშორისო ჟიურის წინაშე საპროექტო იდეების წარდგენის ხარისხი. მაშინ როცა წინა წლებში პროექტებს არ ახლდა ტრეილერები, ახლა უკვე დახვეწილი და შთამბეჭდავი ტრეილერებით მოდიან კონკურსანტები“, - თქვა ხატია ჯინჯიხაძემ, ფონდის მედიაპროგრამის მენეჯერმა და დირექტორის მოადგილემ.

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი წელს 8-დან 13 მაისამდე იმართება. წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები იქნება 2018 წელს, Civil Pitch-ის გამარჯვებული ორი ქართული ფილმიც. „გარაჟებზე“ - რეჟისორები გიორგი ფარქოსაძე და მარიამ კობალაძე და „ტრანსფერი საქართველოში“ - რეჟისორები ნათია არაბული-ვეგერი და გიორგი გოგიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^