Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქტივისტებმა პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც „ბოდიშს იხდის“

12 მაისი, 2019 14:43

საქართველოს პარლამენტის წინ აქტივისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს. ბიუსტს წითელი ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერის შემდეგაც, ავტორების თქმით, მინისტრი ბოდიშს იხდის. აქცის მიზანი 2018 წლის 12-13 მაისის მოვლენების გახსენებაა.

2018 წლის 12 მაისის ღამეს, პარასკევს შსს-მ ორ ღამის კლუბში საპოლიციო ოპერაცია ერთდროულად დაიწყო. ღამის კლუბების ტერიტორიაზე პოლიციელთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა. ოპერაციას ღამის კლუბებში შეკრებილი ადამიანების პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა კი ადმინისტრაციული წესით აქციის ათობით მონაწილე დააკავეს.

ორ დღიანი პროტესტის შემდეგ აქციის მონაწილეებთან შს მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, მან შეკრებილებს ბოდიში მოუხადა და სხვა დაპირებებთან ერთად, პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომების გამოძიების პირობაც მისცა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს ბიუსტი ხალხისთვის იმის შეხსენებაა, თუ რა პირობები მიიღეს ერთი წლის წინ ამ ადგილას. გახარიას ბიუსტი კი „ბოდიშს იხდის, რომელსაც ფასი არ აქვს“.

ფოტო► 12 მაისის საპოლიციო ოპერაციიდან ერთი წლისთავზე თბილისში ბანერები გამოფინეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^