საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „არ ემ ჯი აურამაინს" ბოლნისში, სოფელ ბერთაკარში მიწის ნაკვეთები 2041 წლის ოქტომბრამდე აღნაგობის, ანუ სარგებლობის უფლებით გადაეცა.
განკარგულების მიხედვით, კომპანიამ სარგებლობის უფლება 5 მიწის ნაკვეთზე მიიღო, ჯამში 1 629 კვ.მ.-ზე.
სარგებლობაში გადაცემის საფასურად კომპანიამ ყოველწლიურად 669 ლარი უნდა გადაიხადოს.
კომპანიის შესახებ:
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „არ ემ ჯი აურამაინის" 100%-ს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი" ფლობს.
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი" ასევე ფლობს სს ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის საწესდებო კაპიტალის 50%-ს.
„ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის“ გენერალური დირექტორი 2016 წლის 18 ნოემბრამდე პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა იყო.