Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საჭიროა მილიარდი ლარის ქონებისა და მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზება“ - თურნავა

13 მაისი, 2019 14:19

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ტემპის ზრდაა. საქართველოს საშუალოდ 5%-იანი ზრდა მისი შეფასებით, საკმაოდ კარგია. როგორც თურნავა ამბობს, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ეკონომიკა ბევრად სწრაფად იზრდება, მაგრამ 5%-იანი ზრდა საკმარისი არაა და უნდა გაიზარდოს. 

ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფოს ეკონომიკის უფრო სწრაფად განვითარების რეზერვი აქვს და ამის მაგალითია, თუნდაც 1 მილიარდი ლარის სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას ელოდება. ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწები და წიაღისეული.

„რა არის ეს რეზერვი?! მარტივად, ეს მაგალითად არის სახელმწიფო ქონება. წინასწარი შეფასებით, 1 მილიარდი ლარის აქტივი, სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება პრივატიზებას. შესაბამისად, ელოდება ინვესტორს. მეორე მხრივ, არის ძალიან მაღალი ინტერესი ინვესტორების მხრიდან. მათ უნდათ, რომ სხვადასხვა აქტივი შეიძინონ, ჩადონ ფული, შექმნან სამუშაო ადგილები და აწარმოონ ბიზნესი.

ასევე გვაქვს დაახლოებით 1 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. აქედან 300 000 რეგისტრირებული, 525 000 მომზადებული სარეგისტრაციოდ და კიდევ გარკვეული რეზერვი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ.

წიაღისეული - არსებობს გათვლები, რომ ჩვენი ტერიტორიის 10%-ზე არსებული წიაღისეული არის ინდუსტრიული, მოპოვებადი წიაღისეული, რომელიც საინტერესოა ინვესტორებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ათვისებული 3.8%. გვაქვს რეზერვები? - გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ გადაცემა „ფორბსის კვირის“ ეთერში.

თურნავას თქმით, სახელმწიფო სისტემა უნდა მოერგოს ამ მოცემულობას და შეძლოს პრივატიზების დაჩქარება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს სახელმწიფოს პრივატიზების ძალიან დაბალი გეგმა აქვს. „წელს არის 70 მილიონი. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ თავისუფლად შეგვიძლია 100 მილიონ ლარამდე შევავსოთ“, - თქვა ნათია თურნავამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^