Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვფიქრობ, პედაგოგთა ხელფასების გაზრდისა და საპენსიო ჯილდოსთვის 250 მლნ. იქნება საჭირო - ჯაში

13 მაისი, 2019 17:34

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში პედაგოგებისთვის ხელფასის მომატებასა და საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის საჭირო თანხა ჯერ დაანგარიშებული არ არის, თუმცა მისი ვარაუდით ეს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი იქნება. 

დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის მომდევნო ეტაპი დააანონსა და განაცხადა, რომ სექტემბრიდან უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ხელფასი მინიმუმ 150 ლარით მოემატებათ. მისივე თქმით, სამინისტროს საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ახალი შეთავაზება აქვს - სურვილის შემთხვევაში, პენსიონერ პედაგოგს შეუძლია სახელმწიფოსგან მიიღოს ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და დატოვოს სკოლა. ასევე შეუნარჩუნდება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

„ძირითადი ცვლილება შეეხება ბიუჯეტის შესახებ კანონს, მაისის ბოლომდე ველოდებით შესაბამისი ინიციატივის შემოტანას მთავრობის სახელით. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი გათვლები უნდა წარმოადგინოს. თუ რამდენი პედაგოგი გაივლის დამატებით საკვალიფიკაციო გამოცდას, რამდენი გადაწყვეტს, მიიღოს ორწლიანი წინასწარი ანაზღაურება საპენსიო ასაკში, ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობ, მაქსიმალური თანხა უნდა იყოს 250 მილიონი, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, რაც მოიცავს გაზრდილ ხელფასსა და საპენსიო თანხას. ეკონომიკური ბლოკი უკვე ამუშავებს აღნიშნულ ცვლილებას. ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან და დიდი იმედი მაქვს, ეს გახდება საწინდარი ჩვენი პედაგოგების ღირსეული სამუშაო პირობების და მათი კიდევ უფრო მაღალი კომპეტენციის ხელშეწყობის", - განაცხადა ჯაშმა. 

მინისტრი: სექტემბრიდან უფროს, წამყვან და მენტორ პედაგოგებს ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ

რა ცვლილება იგეგმება საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^