Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ „შვილმკვდარი მამა“, მომიკლეს პარლამენტი ქუთაისში

13 მაისი, 2019 17:36

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში მის მიერ დაწყებული პროექტები თავისი შვილებივით უყვარს. ახლა კი, მისი თქმით, როცა დღევანდელი ხელისუფლება ამ პროექტებს ანადგურებს, თავს შვილმკვდარ მამად გრძნობს.

„მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული, მაგრამ ჩემი შვილები არიან, ასევე ქუთაისში პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა.

ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ქართული სამხედრო წარმოება, რომელიც მომიკლეს.

მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა და შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს, მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე.

მაგრამ ჩვენი შურისძიება არის არა ვინმეს დაჭერა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი შურისძიება არის არა ფეხებით დაკიდება, არამედ საქართველოს ამოთრევა ამ ჭაობიდან, სწრაფი განვითარება, რომ ყველა ესენი აღმოჩნდნენ არარელევანტურები და სამარცხვინოები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^