Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბიბლუსმა“ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო

13 მაისი, 2019 18:21

წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა წააგო.

სასამართლომ უკანონოდ ცნო „ბიბლუსის“ კონსულტანტის გათავისუფლების ბრძანება - EMC-ის იურისტი

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, კომპანიამ დასაქმებულებს 2017 წლის მაისში უჩივლა, იმ ვიდეომიმართვის გამო, რომელშიც დასაქმებულები „ბიბლუსში“ შექმნილ არასათანადო შრომით პირობებს აღწერდნენ და საზოგადოებას მხარდაჭერის გამოხატვისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებდნენ.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

კომპანიამ მიიჩნია, რომ დასაქმებულები ვიდეოში გაკეთებული განცხადებებით ავრცელებდნენ ცილისმწამებლურ და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ინფორმაციას, სასამართლოს მიმართა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბიბლუსის“ მოთხოვნა, უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა. EMC-ის ინფორმაციით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამშრომლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ერთი ნაწილი წარმოადგენდა სწორ ფაქტებს, ხოლო მეორე ნაწილი მათ პირად აზრს, რაც გამოხატვის თავისუფლებითაა დაცული.

საქმეზე მოპასუხე მხარეთა ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა.

„ბიბლუსი გალერის“ კონსულტანტები: „გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი“

“ბიბლუსის” კონსულტანტი: კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო გამათავისუფლეს​

ბიბლუსი: რამდენიმე თანამშრომლის მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება

სერგეენკო „ბიბლუსის“ შემთხვევაზე: ეს არ არის სოცქსელების ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური

ომბუდსმენმა „ბიბლუსის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^